ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა და გამგებლის პასუხი

01 ივლისი 2017, 00:00 2395 ნახვა

ქობულეთში, სანდასუფთავების სამსახურის  თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემას ითხოვს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს დასვენების  დღეები შეუმცირდათ, ანაზღაურება კი არ გაზრდილა.

მისივე ინფორმაციით, დღეს დილით, დასაქმებულებმა გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. თედორაძე ირწმუნება, რომ მათ მოთხოვნას თვითმმართველობა ვერ დააკმაყოფილებს, რადგან ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.

საპირისპიროს აცხადებს ქობულეთის გამგებელი. სულხან ევგენიძე  განმარტავს, რომ ოპოზიციას არასწორი ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, სანდასუფთავების თანამშრომლებს  ივნისის თვის კუთვნილი პრემია რამდნიმე დღეში დაერიცხებათ. ასევე მიიღებენ დანამატს სექტემბრის თვეშიც. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი