თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო გამოძიება ჩაქვში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე. მდინარე „ჩაქვისწყალში“ ბანაობის დროს ახალგაზრდა დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, 16 წლის გოგონა ოჯახის წევრებთან ერთად ბანაობის დროს დინებამ გაიტაცა და მისი ცხედარი მაშველებმა ზღვაში მალევე, ნაპირიდან 150 მეტრში იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. დაღუპულთან ერთად მდინარეში მისი მცირეწლოვანი ძმაც ბანაობდა, თუმცა მისი ნაპირზე გამოყვანა ადგილობრივებმა დროულად მოახერხეს. გარდაცვლილი ოჯახთან ერთად სავარაუდოდ, ჩაქვში დასასვენებელად იმყოფებოდა.