ბათუმის ''დინამო'' დღეს პოლონეთის ''იაგელონიას'' დაუპირისპირდება

29 ივნისი 2017, 00:00 5216 ნახვა

ბათუმის “დინამო” დღეს  პოლონეთის “იაგელონიას” შეხვდება. თამაში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  20:00 საათზე დაიწყება. 
ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრებმა შეკრება უკვე დაიწყეს.

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რანგით მეორე ტურნირია. თამაშის უფლება “დინამო ბათუმმა” გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. საკლუბო ტურნირი ორ მატჩიანია საპასუხო შეხვედრას დინამო ბათუმი 6 ივლისს პოლონეთში გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში