მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტმა საიმიჯო ვიდეორგოლი „მწვანე აჭარა“ გადაიღო.
იდეის ავტორები, რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების პარალელურად, ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე სამოგზაუროდ ეპატიჟებიან.
დამსვენებლებს ზღვისპირა ქალაქში სარეკლამო ბანერებიც ხვდებათ, სადაც ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციებია მითითებული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის სულ 4 ვიდეო რგოლია გადაღებული.
საიმიჯო კლიპებს დაინეტერესბული პირები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამიზნე ქვეყნებში უახლოეს დღეებში იხილავენ. უწყება, რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებს, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ახორციელებს.