საკურორტო სეზონზე, ბეშუმში ამბულატორიების ექიმები 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. მედიკოსები მთაში სეზონის დასრულებამდე დარჩებიან. გარდა ამისა, დამსვენებლებს 112-ის ერთი ბრიგადაც მოესახურება.
სამედიცინო პუნქტი მხოლოდ ბეშუმის მთაზე იმუშავებს.
მუნიციპალიტეტში სულ 24 იალაღია. სხვა ტერიტორიებზე საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაბა ხულოდან გავლენ.