საპატრიარქოს განცხადება ჩანაწერის დაბლოკვაზე 

27 ივნისი 2017, 00:00 2085 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერის დაბლოკვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.  რომელშიც ნათქვამია, რომ „დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, 25 ივნისს დაიბლოკა იუთუბში, გაირკვა, რომ ჩანაწერი აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანიის მოთხოვნით დაიბლოკა. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, თითქოსდა საქართველოს საპატრიარქომ დაარღვია საავტორო უფლება და უნებართვოდ გაავრცელა  თივი მედია-ს კუთვნილი ჩანაწერი.საპატრიარქოს  მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში განმარტებულია, რომ საავტორო უფლება საპატრიარქოს ეკუთვნის.”  

ამჟამად ჩანაწერის მოსმენა საიტზე კვლავ შესაძლებელია” - ნათქვამია განცხადებაში.   შეგახსენებთ, ილია მეორისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალა, 23 ივნისს გასაჯაროვდა. საპატრიარქომ 35-წუთიანი ჩანაწერი ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი დაიბლოკა.

ამავე კატეგორიაში