აზიური ფაროსანა - ქობულეთსა და ხელვაჩაურში გავრცელებულია მავნებელი ხოჭო, რომელიც ძირითადად თხილის პლანტაციებს, თესლოვან და კურკოვან ხეხილს, ასევე ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობას ანადგურებს. მონიტორინგის შემდეგ, წელს პირველად აგრო-სერვის ცენტრი წამლობით სამუშაოებს იწყებს. შეიწამლება თხილის პლანტაციები.