ბულვარში სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის 10-მდე ხე მოიჭრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ძველი ხეები ახლით უნდა ჩაანაცვლონ. ისინი პასუხისმგებელი პირებისგან განმარტებებს ითხოვენ, თუ რა დასკვნის საფუძველზე მოიჭრა მწვანე ნარგავები.
ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტერიტორია სასტუმროს ბალანსზეა. შერატონის ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ ხეები დაზიანებული იყო და ახლით ჩანაცვლდება.