აჭარა წელს პირველად, ლატვიური კომპანიის ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან შოუს, მასპინძლობს. ბულვარის კოლონადებთან ავია შოუ “ფლაი ფესტ ჯორჯია“ დღეს 16 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.
ექვსი საჰაერო ხომალდი მაყურებელს 30 წუთიან სანახაობრივ შოუს შესთავაზებს. ბათუმამდე ერთი დღით ადრე ავია -შოუ თბილისში ჩატარდა.