6 საათიანი განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებულია. სამ დღიანი განხილვების მიუხედავად ჯერ კიდევ უცნობია მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების შესახებ კანონს არსებითად განსახილველად. ორი დღეა პლენუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს წრმომადგენლის ინფორმაცაის ისმენს.
კამპანია ''ეს შენ გეხებას'' ფარგლებში სარჩელი 326 მოქალაქემ ასევე სახალხო დამცველმა შეიტანა. ისინი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართა პრეზიდენტმაც. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა ამავე კანონს ვეტო ორჯერ დაადო.