ოთხი ადამიანი დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია. ყველა მათგანი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდებათ. საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.