რატომ შეიცვალა საოლქო კომისიის თავმჯდომარე? 

17 ივნისი 2017, 00:00 2585 ნახვა

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მეორე ვადით  ისევ გელა ხახნელიძე უხელმძღვანელებს. კომისიამ ორშაბათს ჩატარებულ სხდომაზე თავმჯდომარედ  ყოფილი მოადგილე, ირაკლი ბერიძე აირჩია, თუმცა  რამდენიმე დღის შემდეგ ახალმა თავმჯდომარემ თანამდებობაზე უარი განაცხადა, რის გამოც  კომისიის სხდომა განმეორებით ჩატარდა, სადაც კვლავ ხახნელიძე აირჩიეს.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ცვლილება ცესკოს თავმჯდომარის ზეწოლის შედეგად განხორციელდა. ოპოზიცია შსს-ს გამოძიების დაწყებას ურჩევს.  ირაკლი ბერიძე ზეწოლის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ არჩეულ თანამდებობაზე უარი პირადი მიზეზების გამო თქვა. თამარ ჟვანიასთან კავშირსა და ყოველგვარ უკანონობას უარყოფს გელა  ხახნელიძე. ცესკოში კი აღნიშნულზე კომენტარი არ გაკეთებულა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი