ქობულეთში, თამარის სანაპიროზე არსებული დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ “მთავარის” ეთერში არაერთი რეპორტაჟი გავიდა. საბოლოოდ გამგეობაში გვითხრეს, რომ ტურისტებს სრულად მოწესრიგებული გარემო ივნისის ბოლოსთვის დახვდებათ.
დღეს კი სოფო მაკარაძე დაინტერესდა აპირებს თუ არა გამგეობა ჩაქვის პლაჟის მოწესრიგებას. არ არსებობს გადასასვლელები, სანაპირო ზოლის გასწვრივ მოუწესრიგებელია ქუჩა, საკანალიზაციო და წყლის სისტემები, არ დგას ურნები. ადგილობრივები იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც ჩაქვს ტურისტები აქტიურად სტუმრობდნენ, ეს პერიოდი კი ათეული წლის წინ ყოფილა.