აჭარაში არსებული სკოლების ნახევარზე მეტს, მოვალეობის შემსრულებელი მართავს. როგორც ჩემმა კოლეგამ უკვე თქვა, სწორედ მათი დანიშნვა/გათავისუფლება შეეძლება, ცენტრალურ უწყებასთან შეთანხმების გარეშე, ინგა შამილიშვილს. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ კონკურსგავლილი კადრების დეფიციტია და ამიტომ ნიშნავენ მოვალეობის შემსრულებლებს.
განათლების ექსპერტი თინათინ ცერცვაძე უარყოფით მხარეებზე საუბრობს, ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები სკოლის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას ასუსტებს, რადგან დანიშნულ, და არა არჩეულ მოვალეობის შემსრულებლებს იმუნიტეტი დაბალი აქვთ, მათი გათავისუფლება სამინისტროს მარტივად შეუძლია. შესაბამისად ისინი ფრთხილობენ და დამოუკიდებლები არ არიან.