კობალთაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

16 ივნისი 2017, 00:00 3068 ნახვა

კობალთაში, სადაც 10-მდე ოჯახი რამდენიმე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი, საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს. მეწყრის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს.

გზაზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ. კვლავ უცნობია ტერიტორიაზე შემოვლით გზას გაიყვანენ თუ ოჯახებს გაასახლებენ. შუახევის გამგებლის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე ამ ეტაპზე მთავრობასთან ერთად მსჯელობენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი