კობალთაში 12 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

15 ივნისი 2017, 00:00 4230 ნახვა

შუახევში სოფელ კობალთაში 12 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. 2 კვირის შემდეგ სოფელში მეწყრული პროცესი ისევ გააქტიურდა. ჩახერგილია სოფელთან დამაკავშირებელი გზა. გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად ამინდის გამოსვლას ელოდებიან.

"გზა ჩაკეტილია. ჩვენ, გავაფრთხილეთ მოსახლეობა რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან. ამჟამადაც წვიმს, ველოდებით ამინდის გამოსვლას რო გავწმინდოთ გზა" - აცხადებს ტარიელ ებრალიძე

შუახევის გამგებლის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული სამომავლოდ ოჯახები სოფლიდან გაასახლონ, რადგან სოფელთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე მეწყერი ხშირია. 

" მუშავდება რამდენიმე პროექტები. თუ გეოლოგები მოგვცემენ ნებას ადგილზე მოვაწყობთ ინფრასტრუქტურას და გავამაგრებთ გზას, თუ გეოლოგები იტყვიან რომ გადაადგილება მომავალშიც საფრთხის შემცველი იქნება ვიფიქრებთ გასახლებაზეც  და ოჯახები 25 ათას ლარიან პროგრამაში ჩაერთვებიან.   მართალია გეოლოგების დასკვნით,  საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრებათ,  მაგრამ ეს არის სოფელში ერთადერთი გზა და გზის გარეშე ცხოვრება ბუნებრივია შეუძლებელია" - აცხადებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

გზაზე განვითარებული მეწყერი კობალთასთან ერთად საფრთხეს უქმნის სოფელ ერდვართში მცხოვრებ 10 ოჯახს. მათგან 7 ოჯახი განსახლების 25 ათას ლარიან პროგრამაში უკვე  ჩაერთო.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი