გონიოს მცხოვრებლები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდებიან 

14 ივნისი 2017, 00:00 2869 ნახვა

ასაჩივრებს თუ არ ასაჩივრებს – მთელი დღეა ჟურნალისტები,  უფლებადამცველები და გონიოელები ცდილობენ გაარკვიონ რას აპირებს მერია სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც რამდენიმე მოქალაქის საკითხი მერიის მიწის აღიარების კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს. ერთს ამბობდა ქალაქის მერი, მეორეს მისი პრესსამსახური. კომისიის იურისტმა, როგორც დახურული შეხვედრის მონაწილეები გვეუბნებიან, თქვა, რომ საჩივარი გაგზავნილია, თუმცა როგორც ჩანს, გიორგი ერმაკოვის ჩარევით, საჩივარი სასამართლოში აღარ შეიტანეს.

ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე რატომ შეცვალა გადაწყვეტილება თუკი კომისია ფიქრობდა, რომ გასაჩივრება სამართლიანი იყო,. მოკლედ, მოსახლეობას სურს მერიამ სასამართლო დავა აღარ გააგრძელოს და დროში ისედაც გაჭიანურებული საქმე, კიდევ უფრო არ გაახანგრძლივოს.

საბოლოოდ ამის პირობა მიიღეს. დღეს დაბნეულობა კიდევ ერთმა საკითხმა გამოიწვია – აღმოჩნდა, რომ კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა, ახლა მას დავით ოქრაძე ხელმძღვანელობს, პირი, რომელსაც 2010 წელს გონიოელებისთვის მიწების ჩამორთმევის გადაწყვეტილებაზე აქვს ხელი მოწერილი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი