სუვენირებით მოვაჭრეები ახალ ჯიხურებს ითხოვენ

14 ივნისი 2017, 00:00 2294 ნახვა

სუვენირებით მოვაჭრეებმა დღეს მერიასთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი გიორგი ერმაკოვს დაპირებული ჯიხურების განთავსებას  სთხოვენ. სავაჭრო ობიექტს 26 ადამიანი ელოდება, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მათ მერია ორი ჯიხურის დათმობას სთხოვს, რასაც არ თანხმდებიან.

მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პრესსამსახურში ჯიხურების დათმობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ, რაც შეეხება განთავსებას, 2 დღეში გახდება ცნობილი სად დადგამენ ჯიხურებს. სუვენირებით მოვაჭრეების დაახლოებით 70 ჯიხური,  საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიიდან მერიამ 22 მაისს აიღო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი