ცოტნე ანანიძის განცხადება

14 ივნისი 2017, 00:00 2715 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ არცერთ დიდ ქალაქში და არც რეგიონებში ინფრასტრუქტურა ადაპტირებული არ არის, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. კომისიის თავმჯდომარე ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქუჩების, შენობა-ნაგებობების აუცილებლობაზე და შშმ პირების დასაქმების საკითხზე საუბრობს.  ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ჩაატარებს მონიტორინგს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენი ბავშვი გადაურჩა ძალადობას და არასათანადო მოპყრობას, რამდენი პირი გააქტიურდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩაერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დისკრიმინაციის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი