ხახულისა და კახაბრის ქუჩის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

14 ივნისი 2017, 00:00 2934 ნახვა

ხახულისა და კახაბრის ქუჩის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ მათ გზის რეაბილიტაციის, გარეგანათების და სანიაღვრო სისტემის მოსაგვარებლად შესაბამის სამსახურებს არა ერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.  ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, აქ განმარტავენ, რომ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზადაა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა თანხების მოძიებაზე. ამ ეტაპზე კი თანხა ბიუჯეტში გათვალისიწნებული არ არის.

ამავე კატეგორიაში