✔ რკინის კონსტრუქციაში დახარჯული მილიონები და “შავი ზღვის კარიბჭის” განათებისთვის გამოყოფილი ათასობით ლარი. რა დატვირთვა აქვს თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილ თაღს, რომელიც ბათუმში 7 წლის წინ განათავსეს და როგორ აფასებენ ამ მიმართულებით თანხების ხარჯვას მესამე სექტორში? ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება დეტალებს მთავარში 9-ზე.
✔ მოგიყვებით ისტორიული თაღოვანი ხიდის შესახებ, რომელსაც წლების წინ გასამყარებლად რკინის კონსტრუქცია დააშენეს. თამარ მეფის სახელთან ასოცირებულ თაღოვან ხიდს ძეგლის სტატუსი არ აქვს. სტატუსი აქვს, თუმცა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მოუვლელია, კიდევ ერთ სოფელში, ისტორიული ტაძრის ნანგრევები. კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობაზე ხულოში, სოფო შავაძე მოგიყვებათ.
✔ მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობა მოსავლის რეალიზაციაში ხელშეწყობას ითხოვს. ბიუჯეტში, სპეციალური პროგრამა გაწერილი აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ისარგებლებენ თუ ვერა წელს ფერმერები ამ პროგრამით? რეპორტაჟი ქედიდან.
გვიყურეთ 9 საათიდან, ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებზე, საინფორმაციო სამსახურის გუნდთან ერთად, თეონა ბაკურიძე მოგიყვებათ.