როგორია ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში? გარემოს დაცვის სამმართველომ ბოლოს აღებული სინჯების მონაცემები დღეს გაასაჯაროვა. ამბობენ, რომ პასუხები დამაკმაყოფილებელია. მათი თქმით, ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაბინძურება 2 წლის წინ დაფიქსირდა, მაშინ ბარცხანის ტერიტორიაზე ნავთობი ჩაიღვარა, რის გამოც ნავთობტერმინალის ადმინისტრაცია დააჯარიმეს.
რამდენჯერმე დააჯარიმეს შავ ზღვაში ფეკალური მასების და ტექნიკური ზეთის ჩაღვრის გამო, გემების ხელმძღვანელი პირები. რაც შეეხება სანაპიროზე არსებულ კვების ობიექტებს, მათ მიერ წყლის დაბინძურების შემთხვევები, წელს, ოფიციალურად დაფიქსირებული არაა.