ქართველი სპორტსმენების წარმატება. 10-11 ივნისს, თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კარატისტებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. საკლუბო ჩემპიონატში 5 ქვეყანა ასპარეზობდა, მათ შორის საქართველოდან - 79 სპორსტმენი.
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში გამართულ შეჯიბრებაში ბათუმელმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ''ტრაპიზონ ოუფენის'' პრიზიორებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე კარატეს ფედერაციის მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.