ქედის თამბაქო – საქმე რომელსაც დიდი შემოსავალი აღარ მოაქვს, თუმცა მამაპაპისეული ტრადიციის შესანარჩუნებლად მაინც გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციის მიმდევარია ავალიანების ოჯახი ზესოფელში.
ჩითილი, ნერგი, გამომშრალი ფოთოლი და სპეციალური დაზგა - როგორ იწარმოება სახლის პირობებში თამბაქო? ადგილობრივები რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ სახელმწიფოს მრეწველობის ეს დარგი აღარ აინტერესებს. არ ვიცით მომავალში დაინტერესდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სპეციალურ პროგრამას არ ახორციელებს.