აკმაყოფილებს თუ არა აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ისეთ სტანდარტებს, რომ მათ უცხო ქვეყნიდან პაციენტების მიღება შეძლონ, რეგიონში კი სამედიცინო ტურიზმი განვითარდეს. დარგის ექსპერტი ირწმუნება, რომ პოტენციალი არსებობს.
გამოწვევისთვის მზად არიან თავად კლინიკის ხელმძღვანელებიც. თამუნა გაზდელიანმა გაარკვია, რა რესურსი აქვს აჭარაში საავადმყოფოებს და რამდენად პერსპექტიული და რეალურია სამედიცინო ტურიზმის განვითარება.