დღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვარდების გამოფენას უმასპინძლებს. 11 სახეობა და 100 კულტურული ფორმა იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, ფლორიბუნდა ტიპის მინიატურული ხვიარა ვარდები გამოირჩევიან. გამოფენა ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე 13 საათზე გაიხსნება და შესვლა მსურველებს უფასოდ შეეძლება.