დატოვა თუ არა ნიკა გვარამიამ თანამდებობა?

09 ივნისი 2017, 00:00 3367 ნახვა

ტელეკომპანია "რუსთავი 2" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას  თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.  დღეს დილიდან, ინფორმაციას არ ადასტურებს და არ ავრცელებს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური.

"კურიერის" დილის გამოშვებებში ინფორმაცია გენერალური დირექტორის მიერ არხის დატოვების შესახებ არ გაჟღერებულა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა გვარამია "რუსთავი 2"  მფლობელს, ყარამანიშვილს ეჩხუბა და სწორედ მაშინ განაცხადა არხის დატოვების შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით, გვიან ღამით, ტელეკომპანიაში თათბირი იყო, სადაც იმყოფებოდნენ როგორც ნიკა გვარამია, ასევე, წამყვანი გიორგი გაბუნია, საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე, არხის იურისტები და თანამშრომლების ნაწილი. 

ტელეკომპანიაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი ლაფერაშვილი ნოდარ მელაძემ 7 ივნისს ჩაანაცვლა. კურიერის წამყვანი ზაალ უდუმაშილი კი, შესაძლოა, "ნაციონალური ოძრაობის" კვოტით თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი