დამეწყრილ გზაზე მოძრაობა აღდგა

05 ივნისი 2017, 00:00 3391 ნახვა

შუახევში შუბნის თემში მეწყრის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ ოჯახებთან მისასვლელი გზა უკვე აღდგენილია. სოფელ კობალთაში გზის გაწმედით სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის სამი ერთეული ტექნიკა ასრულებდა. დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნული გზა დროებით გაიხსნა და დამეწყრილი გზას გეოლოგები კიდევ ერთხელ შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება კონკრეტულად  რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი. შეგახსენებთ, შუბნის თემში მეწყრული პროცესები გასულ კვირას გააქტიურდა, რამაც საფრთხე კობალთის 10 და ერდუათის ორ ოჯახს შუქმნა. 

ამავე კატეგორიაში