ენმ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშულებს

05 ივნისი 2017, 00:00 3530 ნახვა

ქობულეთის პარკისა და მიმდებარე სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს. მერაბ ცინცაბაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში  ცენტრალური პარკის გაგრძელებისა და განვითარების პროექტი არსებობდა, თუმცა მოქმედმა ხელმძღვანელობამ ის არ განახორციელა. ცინაცაბაძე  კახა კალაძის საკუთრებაში არსებული ყოფილი სასტუმროს შენობაზეც საუბრობს, მისი თქმით შენობა ქობულეთის ტურისტულ ზონას ამახინჯებს.

ნაციონალურ მოძრაობას მუნიციპალიტეტის გამგებელი პასუხობს. სულხან ევგენიძის თქმით, პარკის განვითარების პროექტი არ არსებობს, წინა ხელისუფლების დროს კი პარკის ტერიტორიების ნაწილი გაიყიდა. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ახალ პროექტს გამგეობა შეიძენს. სასტუმრო ინტურისტის შენობა კი მალე მოწესრიგდება. 

ამავე კატეგორიაში