შუახევში დამეწყრილი გზის გაწმენდა დღეს დაიწყება

05 ივნისი 2017, 00:00 3401 ნახვა

ერთი კვირაა შუახევში სოფელ კობალთაში მცხოვრები 10 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ერდვათში მცხოვრები ორი ოჯახი კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

შუბნის თემში მეწყრული პროცესები მეორე კვირაა მიმდინარეობს, დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა გასულ კვირას შეისწავლეს, დასკვნის საფუძველზე აქ მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ, რაც შეეხება ჩახერგილ გზას, მისი აღდგენა მხოლოდ დროებით არის შესაძლებელი. შუახევის გამგეობაში განმარტავენ რომ მობილიზებულია საგზაო  დეპარტამენტის ტექნიკა და 10 ოჯახთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა დღეს დაიწყება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში