მეწყრის კერა

03 ივნისი 2017, 00:00 1855 ნახვა

მეექვსე დღეა უშედეგოდ ებრძვიან მეწყრულ პროცესებს შუახევში.  წუმპოს მთიდან წამოსული მიწის მასამ შუბნის თემში მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაკეტა. დამეწყრილ გზაზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა.

ამ დროისთვის  გზა გაწმენდილია, თუმცა აღნიშნული მონაკვეთის ჩახერგვის საშიშროება ისევ არსებობს. ცენტრალური გზისგან განსხვავებით კობალთასთან მისასვლელი გზის გაწმენდა ვერ ხერხდება, აქ მცხოვრები 10-მდე ოჯახი მეექვსე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დამეწყრილ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მეწყრული პროცესების შემდეგ დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში