კურორტი ''გოდერძი''  ზაფხულის ტურისტული სეზონის  წინ

02 ივნისი 2017, 00:00 5625 ნახვა

მოუწესრიგებელი გზების გარეშე გახსნილი კურორტი და ხელისუფლების არაერთი დაპირება – ამჯერად პირობას დებს “კურორტ გოდერძის” ახალი უფროსი – ზურაბ ჭურკვეიძე ირწმუნება რომ კურორტზე არსებული შიდა გზების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ხულო-ახალციხის მაგისტრალს - ექსპროპრიაციის წესით, მიწის ნაკვეთების დათმობაზე, მოსახლეობასთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მაგისტრალის მშენებლობაზე საქართველოს გზების დეპარტამენტმა უნდა იზრუნოს.

კურორტის ადმინისტრაცია, ზაფხულის სეზონისთვის ემზადება, სტუმრებს ველო-ტურებს, კულტურულ ღონისძიებენს და ფასდაკლებებს შესთავაზებენ. ზამთრისთვის კი ერთ-ერთი სიახლე ვერტმფრენია. მომსახურების შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში