მეწყრული პროცესები კობალთასა და ერდვათი

02 ივნისი 2017, 00:00 3119 ნახვა

შუბნის თემში გააქტიურებული მეწყრული პროცესები ამ დრომდე გრძელდება. წუმპოს მთიდან წამოსულმა მიწის მასამ კობალთაში მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც მეხუთე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი 10-მდე ოჯახი.

მეწყერმა ჩახერგა შუბნის თემში ექვს ოჯახთან მისასვლელი გზაც. ამ დროისთვის მხოლოდ 225 ოჯახთან მისასვლელი გზა არის  აღდგენილი, თუმცა გზის ჩაკეტვის საშიშროება კვლავ არსებობს. გეოლოგიური  დასკვნის საფუძველზე სოფელში მისასვლელი გზის აღდგენა დროებით შესაძლებელია.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით კი აღდგენით სამუშაოებს, მეწყრული პროცესების შეჩერების შემდეგ დაიწყებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი