კალათბურთელის მადლობა პრემიერს და საზოგადოების ნაწილის პროტესტი

28 ნოემბერი 2025, 20:01 86 ნახვა

კალათბურთელ გიორგი შერმადინის გამოსვლას, გუშინ უკრაინასთან მატჩის შემდეგ, საზოგადოებაში შეფასებები მოჰყვა.

გიორგი შერმადინმა ეროვნულ ნაკრებში სამშობლოში ბოლო შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივრებს გამოსამშვიდობებელი სიტყვითაც მიმართა.

ქართველმა კალათბურთელმა ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ეროვნულ ნაკრებს მომავალში წარმატება უსურვა.

შერმადინმა თავის სიტყვაში ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურს საკალათბურთო ნაკრებისთვის გაწეული დახმარებისთვის.

აღნიშნულმა კომენტარმა ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივართა ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში