250-მდე ოჯახი ცენტრალური გზის გარერშე

31 მაისი 2017, 00:00 3089 ნახვა

შუბანში განვითარებული მეწყრული პროცესების შეჩერებას მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობენ. რამდენიმე საათის წინ წუმპოს მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ შუბნის თემში, წელათის, ტომაშეთის, შუბნის, დარჩიძეების, იაკობაურის, ქუთაურის, კობალთის და ერდვათის 250-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყიტა.  გზას მოსახლეობა ჩირუხის მთაში გადაადგილებისთვისაც იყენებს.  

ადგილზე მოიალაღეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც რამდენიმე საათია გზის გაწმენდას ელოდებიან.  სტიქიის ზონაში ტექნიკა მუშაობს, თუმცა როდის აღდგება ჩახერხილი გზა, ამ ეტაპზე უცნობია. გამგებლის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ელექტროენერგია 250-მდე აბონენტს არ მიეწოდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში