გარესამყაროს მოწყვეტილი 10 ოჯახი

31 მაისი 2017, 00:00 2275 ნახვა

მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევში კობალთაში მცხოვრები 10 ოჯახი, ხოლო ერდუათში მცხოვრები ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს, პირველადი დასკვნის საფუძველზე ამ ეტაპზე ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ, რაც შეეხება გზას, გეოლოგების რეკომენდაციით, დამეწყრილი გზის აღდგენა მხოლოდ დროებითაა შესაძლებელი.

მეწყერმა ჩახერგა სკოლასთან მისასვლელი გზაც, რის გამოც სასწავლო პროცესი ორი დღით შეფერხდა. კობალთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სწავლას მეზობელ სოფელ შუბანში აგრძელებენ.

განახლებული: 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი