10 წუთის წინ ავარია მოხდა ბათუმში, მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს  2  მსუბუქი ავტომობილი  შეეჯახა. მსხვერპლი არ არის.
ამ წუთებში ერთერთი მანქანის დაშავებული მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. ავარიის მიზეზი უცნობია.