მეწყერი შუახევში

30 მაისი 2017, 00:00 3407 ნახვა

 მეორე დღეა შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრები ათი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. წუმპოს მთიდან წამოსული მიწის მასა უკვე სოფელ ერდვათთანაა. მეწყერი კობალთაში გუშინ ჩამოწვა და გზა ჩახერგა.

სოფელში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. დაწყებითი კლასის 4 მოსწალე ხვალიდან შუბნის საჯარო სკოლაში ისწავლის.

ადგილზე დღეს გეოლოგები იმყოფებოდნენ. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე სახლებს საფრთხე არ ემუქრება, გზის გაწმენდის შემთხვევაში კი, ამ მონაკვეთზე  მუდმივი კონტროლი უნდა დაწესდეს. გუშინ გამგეობამ 2 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი