შუბნის თემში მეწყერი ისევ აქტიურია

30 მაისი 2017, 00:00 3727 ნახვა

განახლებული:

შუახევში შუბნის თემში მეწყერი ისევ აქტიურია. წუმპოს მთიდან წამოსული მიწის მასა კობალთას და ერდუათის სოფლებს უკვე მიუახლოვდა. მეწყერმა ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი ოცამდე ოჯახი.

მეწყერმა ჩაკეტა სკოლასთან მისასვლელი გზა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერებულია, თუმცა მოსწავლეებს გაკვეთილები ალტერნატიულ შენობაში ჩაუტარდებათ. როდის აღდგება სოფელ კობალთასთან დამაკავშირებელი გზა, ჯერჯერობით უცნობია.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ალტერნატიულ გზის მოწყობაზე იზრუნებენ. დამეწყრილ ტერიტორიას დღეს გეოლოგები შეისწავლიან,

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი