თხილნარის კულტურის სახლში ხელვაჩაურის სასოფლო კლუბებთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების დათვალიერება -კონკურსი ჩატარდა. მასში სასკოლო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ძირითადად ფოლკლორული ნიმუშები წარმოადგინეს.
ზედა - ჩხუტუნეთის ჯგუფის მიერ შესრულებულ „ხორუმში“, ვაჟებთან ერთად მეომრულ ფორმაში ჩაცმული გოგონებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა და სიგელებით დააჯილდოვა.