აგრარული ფორუმი ბათუმში

24 ოქტომბერი 2025, 17:52 107 ნახვა

ბათუმი აგრარულ ფორუმს „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს. ღონისძიება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მას ადგილობრივი მეწარმეები და რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმი ოფიციალურად მინისტრმა დენის სალუქვაძემ გახსნა და აჭარაში აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და უწყების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ფორუმზე ისაუბრეს აჭარის აგრარულ სექტორში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე, აგრობიზნესის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

ფორუმის პარალელურად აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-13 გამოფენა აგრო ბათუმი 2025 გაიმართა. 

მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე