ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქის დასახლებაში ხანძარი იყო  

13 ოქტომბერი 2025, 11:08 402 ნახვა

ხანძარი იყო ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში. დაიწვა ორი და დაზიანდა ერთი საცხოვრებელი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა. ხანძრის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ ცეცხლი დაზიანებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის საკრებულოსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ედუარდ ნაკაშიძის ინფორმაციით, ოჯახებს ქირით გაიყვანენ. ზარალის დათვლის შემდეგ კი გადაწყდება მათი ფინანსური კომპენსირების საკითხი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე