სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 7 პირს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთის შემთხვევაში კი საპატიმრო გირაო გამოიყენა, საუბარია ია დარახველიძეზე რომლის შემთხვევაშიც, პროკურატურამ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა.
გამოძიების ფარგლებში ამ დროის დაკავებულთა რიცხვი 46-ს შეადგენს. მათ ჯგუფურად ჩადენილ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            