სტამბოლში პალესტინის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა

06 ოქტომბერი 2025, 10:19 168 ნახვა

სტამბოლში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ასობით ადამიანი გამოვიდა.  137 აქტივისტი, რომლებიც ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარულ ფლოტილიაში მონაწილეობისთვის დააკავა, თურქეთში დეპორტაციის შემდეგ ჩავიდნენ.  ისინი ირწმუნებიან, რომ შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგს დაკავების დროს არასათანადოდ მოექცნენ.

ისრაელმა საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც მისმა სამხედროებმა ღაზაში ჰუმანიტარული ფლოტილიის  40-მდე  ნავი და 450-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იქს-ზე დაწერა, რომ ყველა დაკავებული აქტივისტი „უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“.

განცხადებაში  აღნიშნულია, რომ დარჩენილი დეპორტაციები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე