მესამე სექტორის თვითრეგულირების დეკლარაცია

25 მაისი 2017, 00:00 2054 ნახვა

ბათუმში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. დოკუმენტს 140-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი, რითაც  დაადასტურა, რომ იზიარებს საყოველთაოდ აღირებულ ძირითად პრინციპებს.

დეკლარაცია 16 პრინციპს ეფუძნება და ის საზოგადეობრივი ორგანიზაციებისთვის თვითრეგულირების მექანიზმია. ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ეკუთვნის. შეხვედრაზე ასევე გაიმართა  პროექტის ''სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' პრეზენტაცია. მისი ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, მათი ანგარიშვალდებულებების გაზრდა და საქმიანობაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა.

პროექტის ფარგლებში გრანტები გაიცემა, ჩატარდება ტრენინგები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი