ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს არის „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე

04 ოქტომბერი 2025, 10:02 176 ნახვა

ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და თბილისის განვითარება გააგრძელოს, არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ადგილობრივ არჩევნებში  ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, მომდევნო ოთხი წელი მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.

„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. უპირველესად, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლი,ა ქალაქის განვითარება გააგრძელოს, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის ყველა მიმართულებით. თუმცა, რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება  თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეკოლოგიური თვალსაზრისით. ასევე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები,.რომლებიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მომდევნო ოთხი წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე