თვითმართველობის არჩევნები 2025 - ქობულეთი

04 ოქტომბერი 2025, 09:21 199 ნახვა

ქობულეთში 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 57-საარჩევნო უბანია, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 66 376-ია. გადასატანი ყუთების რაოდენობა  კი 1 410. არჩევნებში 6-საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობას: "კონსერვატორები საქართველოსთვის", "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" , "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "ძლიერი საქართველო ლელო", "გახარია საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო".

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს – აქ 3 ადამიანი იბრძვის გახდეს ქალაქის მმართველი: "კელმან მესხიძე- პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოდა", "პაატა ცივაძე- ძლიერი საქართველო ლელო და გახარია საქართველოს გაერთიანებული მერობის კანდიდატი"  და "ირაკლი ცეცხლაძე- ქართული ოცნება დემოკრატიულუ საქართველო" . მუნიციპალიტეტში, ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა 56-საარჩევნო უბანზეა შესაძლებელი, რაც შეეხებაა ტრადიციული წესით ხმის მიცემას სოფელ აჭშის 26-ე უბანზე მოქმედებს. როგორც 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს უბნებზე აქტივობა დილიდან მაღალია.

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე