მუსლიმები ღია ცის ქვეშ ილოცებენ

24 მაისი 2017, 00:00 6385 ნახვა

"მეჩეთის მშენებლობის ფონდი" ტერიტორიაზე, სადაც მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა ბათუმის მერიამ, დროებით სცენას ამონტაჟებს. დროებითი კონსტრუქცია, საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, პარასკევს სალოცავად სჭირდებათ. როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, ღია ცის ქვეშ ლოცვას ახალი მეჩეთის აშენებამდე აპირებენ. 

"სცენა არაა კაპიტალური კონსტრუქცია და შესაბამისად, ნებართვა მისი მშენებლობისთვის არ გჭირდებოდა. კონსულტაციები დროებითი სცენის მოწყობამდე, იურისტებთან გავიარეთ," - განცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან "ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" ხელმძღვანელმა, ნოდარ პაქსაძემ. მისი განმარტებით, დროებით სცენაზე 3000-მდე მორწმუნე მუსლიმი ჯუმა ლოცვას აღავლენს.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი