გეკა გელაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა

01 ოქტომბერი 2025, 10:04 97 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ პირველ  მოადგილესთან  როლანდ მესხთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების   ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.
გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე