გზის რეაბილიტაციის მოთხოვნა

30 სექტემბერი 2025, 17:53 156 ნახვა

ქობულეთში, ჭონქაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. 

დასახლებაში მცხოვრები 13-ოჯახი ამბობს, რომ უხვი ნალექის და ძლიერი წვიმების დროს დასახლებამდე მიმავალი გზა იტბორება და გადაადგილების პრობლემა იქმნება.

ამბობენ რომ სკოლაში მოსწავლეებსაც უჭირთ მისვლა, რადგან გზის ნაწილი მოუწესრიგებელი და ამორტიზებულია. მაცხოვრებლები ითხოვენ გზაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობას და ბეტონის გზის საფარის, ან ქვა-ღორღის დაყრას. 

მათი თქმით წლებია ამ პრობლემის წინაშე დგანან. მიმართეს ქობულეთის მერიას და მერის წარმომადგენელსაც, თუმცა საკითხი დღემდე არ მოგვარებულა. 

ქობულეთის მერიის მიერ გამოგზავნილ საპასუხო ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "თვითმმართველობა საკითხის შესახებ ინფორმირებულია. ჭონქაძის ქუჩაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბალასტის განთავსება და გზის მოხრეშვა. მათივე ინფორმაციით, მუშავდება საპროექტო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყება."

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე